პრეზიდენტის წერილი
საერთაშორისო ფონდ საქართველოს მეგობრების სახელით მინდა მოგესალმოთ და უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენს ვებ-გვერძე შემოსვლისათვის.
ვიმედოვნებთ, რომ იგი საშუალებას მოგცემთ კარგად გაეცნოთ ჩვენს ორგანიზაციასა და მის საქმიანობას.
საერთაშორისო ფონდი საქართველოს მეგობრები. კერძო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს განვითარებასა და ხელშეწყობას ემსახურება. იგი ესპანეთის კულტურის სამინისტროს ფონდთა შორისაა რეგისტრირებული და ყოველი მისი საქმიანობა კონტროლდება ამავე სამინისტროს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფონდი ესპანეთშია დაფუძნებული, იგი ატარებს საერთაშორისო ხასიათს და მისი საქმიანობა მსოფლიოს ყველა ნაწილში იწყებს გავრცელებას.
ჩვენი მიზანია საქართველოს პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მისი კულტურის საზღვრებს გარეთ გატანა და გავრცელება. ფონდის საქმიანობის ერთერთ მიმართულებას წარმოადგენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარება ისევე როგორც ქართველთა დახმარება, განსაკუთრებით მათი, რომლებიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ.
ხაიმე ამოედო ლუკასიქართული კულტურის საერთაშორისო დონეზე გახმაურების გარდა ფონდი უზრუნველყოფს ისეთი სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას როგორიცაა: ტრადიციული ხალხური ცეკვებისა და ქართული ხალხური პოლიფონიური სიმღერის კონცერტები, ფოტო გამოფენები, უცხოური ბიბლიოთეკებისა და უნივერსიტეტებისათვის პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ თემებზე კონფერენციები, ფოლკლორული მუსიკის ჩაწერა, კონკრეტულ პროეკტებზე შემოწირულობების მოზიდვა, სემინარები - ღვინის დეგუსტაციები. საკართველოს შესახებ განსაკუთრებული გამოცემები განთავსდება სხვადასხვა სოლიდურ საერთაშორისო ჟურნალებში და საბოლოოდ, საერთაშორისო ქსელი: “ქართული სახლები" გაიხსნება მთელს მსოპლიოში.
ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად და დაუღალავად იმისათვის, რომ საქართველო სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და ბიზნეს სამყაროში გახდეს ლიდერი. ამ კუთხით წელს ასზე მეტი ორმხრივი შეხვედრა მოვაწყეტ საქართველოს საჯარო სტრუკტურების წარმომადგენლებთან და კერძო პირებტან. შეხვედრები მიზნად ისახავს, საკართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. განსაკუტრებით აღსანიშნავია, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ცოდნის გადმოცემა და განვითარება, თანამონაწილეობა და მათი მამობილობა.
რაც შეეხება ქართველი ხალხის თანადგომას ვმუშაობთ რამოდენიმე პროექტზე, რომლის მიზანია ხელოვნებისა და სხვადასხვა დარგებისათვის მოსამზადებელი სკოლა-უნივერსიტეტების გახსნა, სადაც ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება მიიღონ განათლება. აღნიშნული კი მათ მომავალი სამსახურის მოძებნაში დაეხმარება. განსაკუთრებული მხარდაჭერა მიმართულია იმ რაიონებზე რომლებიც კველაზე ნაკლებადაა ხელშეწკობილი და რომლებსაც განსაკუტრებული ზიანი მიადგათ ორმხრივი დაპირისპირებისას. ქართველი სტუდენტებისა და სხვადასხვა დარგის პროფესიონალებისათვის ცოდნის გაღრმავებისა და ფორმაციის მიზნით ჩვენი მამობილი პროეკტით, გაიცემა სტიპენდიები. მათთვის და ასევე ემიგრანტთათვის გაიხსნება დახმარებისა და ხელშეწყობის ცენტრები.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ჩემი თანამშრომლის სახელით გულით გადაგიხადოთ მადლობა თითოეულს ვინც გვერდში გვიდგას და აფასებს ჩვენს საქმიანობას. ეს იქნება შემოწირულობებით, უანგარო კოლაბორაციებითა თუ თანამშრომლობით, რადგანაც მათ გარეშე ვერაფერს გავხდებოდით.
ყველა ის ადამიანი რომელიც ჩვენს ვებ-გვერძე შემოდის, გვინდა მოვიწვიოთ რათა აღმოაჩინონ და გაიცნონ ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა, ითანამშრომლონ ჩვენს ორგანიზაციასთან, ეს იქნება კოლაბორაციით, შემოწირულობით, თუ იმ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებით, რომლებსაც ჩვენ ვანხორციელებთ.
გვინდა წაგახალისოთ რათა ეწვიოთ ჩვენს ვებ-საითს, მისი მეშვეობით უკეტესად გაიგებთ თუ ვინ ვართ ჩვენ, რას ვაკეთებთ და როგორ შეგიძლიათ ჩვენთან თანამშრომლობა.
კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ჩვენს ვებ-გვერძე!

