კორპორატიული მართვრლობა
"საქართველოს მეგობრების” სამეთვალყურეო საბჭო არის მმართველობის ორგანო, რომელიც წარმოადგენს ფონდს და ეხება მთელი ფონდის საქმიანობა. კერძოდ, ქონებისა და ფონდის უფლებების მართვა და მათი ეფექტურობის შენარჩუნება.
თანამდებობები საბჭოში და მისი ფუნქციები:
პრეზიდენტი
წარმოადგენს ფონდს ყველგან, კერძო თუ საჯარო პირების წინაშე, მართავს ფონდს, ორგანიზებას უწევს შეხვედრებს, ასევე აფორმებს ხელშეკრულებებს და ამ მიზნით მას აქვს უფლება, აწარმოოს ყველა სახის აქტი თუ დოკუმენტაცია.
მდივანი
ამ უკანასკნელს ევალება დოკუმენტაციის წარმოება, კერძოდ, საბჭოს მიერ მიღწეული ყველა შეთანხმების ჩაწერა საბჭოს ყველა თათბირზე და საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტებისა თუ მოხსენებების შექმნა.
საბჭო
საბჭოს ვალდებულებაა ფონდის მართვა, მართვის გეგმის დამტკიცება, პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება. დებულებების ინტერპრეტაცია და მათი განვითარება, ისევე, როგორც მათი განახლება და მოდიფიცირება იმისთვის, რომ ფონდმა საუკეთესოდ მიაღწიოს დასახულ მიზნებს. ასევე საბჭოს ევალება ზედამხედველობა დისტრიბუციაზე და არსებულ ფონდებზე, სპეციალისტი და დამხმარე აგენტების დანიშვნა, ფონდის მიერ გამოვლენილი ბენეფიციარების არჩევა, სამოქმედო გეგმისა და წლიური ანგარიშების დამტკიცება, რომლებიც შემდგომ პროტექტორატს წარედგინება. საბჭომ უნდა შეათანხმოს მისი დელეგაციების საქმიანობის დაწყებისა და დამთავრების საკითხი, შეიმუშავოს შეთანხმებები ფონდის გაფართოებაზე და პირიქით, თუკი ის ვერ შეასრულებს თავის მიზნებს.
დღევანდელი სამთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა შემდეგია:
პრეზიდენტი:
სმოადგილე:
წევრები:
ხაიმე ამოედო ლუკასი
ანგელ ვალვერდე ჰუერტა
ხაიმე ამოედო ლუკასი
ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი
ხოსე ლუის რიერა ანდრესი
ანგელ ვალვერდე ჰუერტა

