შესავალი

საქართველო არის ქვეყანა ევრაზიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქვეყნის უმეტესი ნაწილი მდებარეობს კავკასიის სამხრეთით, ხოლო ტერიტორიის ნაწილი კი კავკასიის ჩრდილოეთით. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება კავკასიონის ქედი, სამხრეთით კავკასიის მთები, ხოლო დასავლეთით კი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო. საქართველოს მეზობელი ჩრდილოეთით არის რუსეთი, ხოლო სამხრეთით თურქეთი, სასომხეთი და აზერბაიჯანი. აღმავლობის პერიოდში (XII – ადრეული XIII საუკუნეები) მისი საზღვრები გაფართოვდა კასპიის ზღვამდე. საქართველო არის ტრანსკონტინენტური ქვეყანა, რომელიც მდებარეობს სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
მტკიცების თანახმად, ადრეულ გეოლოგიურ პერიოდში, 28-30 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა კავკასიის ქედი, რომელმაც გაყო შავი და კასპიის ზღვები. სწორედ ამ ადგილას დასახლდა პირველი ადამიანი დაახლოვებით 800 ათასი წლის წინ.
კავკასიის ეთნოლოგიური სახე, რომელიც წარმოდგენილია მრავალეთნიკურობითა და ტომთა სიმრავლით, წარმოიქმნა მრავალი საუკუნის წინ. დროთა განმავლობაში განვითარდა კავკასიურ პოლიტიკური დაჯგუფებები. უძველესი დროიდან საქართველო დასახლებული იყო ქართული ტომებით (ისინი აგრეთვე ცხოვრობდნენ სამხრეთით, ტიგროსისა და ევფრატის სათავეებთან), რომლებმაც წარმოქნა ქართული ერი, ქართველი ხალხი.
მთები საქართველოს მთავარი გეოგრაფიული მახასიათებელია. ლიხის ქედი (ან სურამის ქედი) ქვეყანას ყოფს აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეებად. ამჟამად საქართველოს ოფიციალური ფართობი შეადგენს 69.5 კვ/კმ.
თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისცა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას.
ანტიკური პერიოდიდან საქართველო ითვლება ღვინის სამშობლოდ.
არქეოლოგიური გათხრები გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში ღვინის წარმოება არსებობს 7.000 წელია და მიაჩნათ რომ ძირეული სიტყვა მოდის ქართულიდან - „ღვინო“. ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად მიღებული იქნა 9 საუკუნეში. ამავე საუკუნეში, ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა, თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო სანამ XVI საუკუნეში ორ მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა.
იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801—1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.
საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ 1991 წელს მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსის პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებმა ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.
საბჭოთა კავშირის დაშლასა და 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოჰყვა ტერიტორიალური პრობლემები, რაც განპირობებული იყო აფხაზეთში თავისუფლებისათვის მოძრაობითა და სამხრეთ ოსეთისა და ცხინვალის რეგიონში ეთნიკური კონფლიქტებით. ამგვარად, 1991-1993 წლებში დამკვიდრდა სეპარატისტული რეჟიმი. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, რუსეთმა აღიარა აღნიშნული რეგიონების სუვერენიტეტი. ამჟამად ამ რეგიონებში განლაგებულია რუსული ჯარები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა აღაიარა როგორც ოკუპანტი ძალები. ამავდროულად, ქვეყანა ცდილობს კონფლიქტის შედეგად მიღებული ზარალის აღდგენას.
copyright © Kakha Shengelia

