ეტიმოლოგია

საქართველოს მოსახლეობას ეწოდება ქართველები, მიწას საქართველო, ხოლო მათ ენას კი ქართული. ქართლის ცხოვრების თანახმად,ბიბლიური იაფეთის შვილთაშვილი ქართლოსი ქართველი ხალხის წინაპარი იყო.
ქვეყანას ეწოდება საქართველო. სიტყვა შედგება ორი ნაწილისგან. ბიზანტიური და კლასიკური წყაროების თანახმად, სიტყვის ფუძე (ქართველ-ი) აღნიშნავს საქართველოს ცენტრალურ-აღმოსავლეთ რეგიონის, კერძოდ ქართლ-იბერიის, მკვიდრს. IX საუკუნის დასაწყისში, სახელწოდება „ქართლმა“ მოიცვა შუასაუკუნეების საქართველოს სხვა რეგიონებიც, რომლებიც რელიგიით, კულტურითა და ენით ერთიანდებოდნენ. სიტყვის თავსართი და ბოლოსართი სა-x-ო წარმოადგენს სტანდარულ გეოგრაფიულ კონსტრუქციას, რომელიც გამოხატავს x რეგიონის მდებარეობას. (მაგალითისთვის მეგრელები ცხოვრობენ სამეგრელოში). XI საუკუნის დასაწყისში სახელი „საქართველო“ გამოხატავდა სრულიად საქართველოს კულტუტულ და პოლიტიკურ ერთიანობას, ხოლო XIII საუკუნედან მოყოლებული სახელი „საქართველო“ ოფიციალურად გამოიყენება.
ძველი ბერძნები (სტრაბო, ჰეროდოტე, პლუტარქი, ჰომეროსი და ა.შ.) და რომაელები (ტიტუსი, ლივიუსი, კორნელიუს თაკიტუსი და ა.შ.) აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ ტომებს იბერიელებს, ხოლო დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ტომებს კოლხებს უწოდებდნენ.
სახელი საქართველოს წარმოშობა კვლავ კამათის საგანია. არსებობს რამდენიმე ვერსია:
1. სემანტიკურად უკავშირდება ბერძნული და ლათინური სიტყვების ფუძეებს (ბერძნული: γεωργία , geōrgía, -სოფლის მეურნეობა, γεωργός, geōrgós, - მიწათმოქმედი და γεωργικός, geōrgikós, ლათინურად georgicus, "სასოფლო-სამეურნეო").
2. სახელი საქართველო მომდიონარეობს წმინდა გიორგის სახელიდან, რომელიც წარმოებულია ზემოთხსენებული ბერძნული ფუძეებიდან. აგრეთვე, შესაძლებელია, რომ წმინდა გიორგის კულტმა საქართველოში გავლენა იქონია სახელის გავრცელებაზე.
3. პერსიის სხვადასხვა იმპერიების დროს (536 ჩვ.წ.აღ-მდე - 638 ჩვ.წ.აღ-შემდეგ). ქართველებს გურჯანებს ან გურჯ ხალხს ეძახდნენ. ადრეულ ისლამურ-არაბულ წყაროებში ქყვეყნის სახელწოდება მოიხსენიება, როგორც ”კურცი/”გურცი”, ხოლო ქვეყანას უწოდებდნენ ”გურჯისტანს” (იხილეთ ბალადჰური, ტაბარი, ჯაიჰანი, ისტახრი, იბნ ჰავქალი, და ა.შ.). ამის მსგავსია ქვეყნის თანამედროვ ე რუსული სახელიც, ”გრუზია”. შესაძლოა, რომ აქედან განვითარებულიყო საქართველოს შემდგომი სახელწოდება. რუსული სახელწოდება შევიდა თანამედროვე ებრაულში , როგორც גרוזיה ( ”გრუზია”). იგი არსებობდა შემდეგ სახელწოდებებთან ერთად: גיאורגיה (”გეორგია” ორი მაგარი ”გ”-თი) და גורג'יה (”გურჯია”). 1970 წლებში ”გრუზიას” ეწოდა ეს ორი უკანსკნელი სახელწოდება, სავარაუდოდ, ისრაელში ქართველი და რუსი ებრაელების მასიური იმიგრაციის შედეგად. 2005 წლის აგვისტოში ისრაელში საქართველოს ელჩმა მოითხოვა, რომ ებრაულ ენაზე მოლაპარაკეებს ამ ქვეყნისთვის ეწოდებინათ ”გეორგია” და არა ”გრუზია”. შედეგად, ისრაელის სახელმწიფო ორგანოებმა და უემტესმა ებრაულმა გაზეთმა ამ სეხელწოდების გამოყენება შეცვილილი სახით დაიწყო.
ტერმინები ”საქართველო” და ”ქართველი” გაჩნდა შუასაუკუნეების დასავლეთ ერვოპის არაერთ წყაროში, მათ შორის ჯვაროსანთა შესახებ წყაროებში, ხოლო მოგვიანებით -ოფიციალურ დოკუმენტებსა და ფლორენციელ მედიჩთა ოჯახის წერილებში. ფრანგი ჟამთაღმწერელის, ჟაკ დე ვიტრისა და ინგლისელი მოგზაურის სერ ჯონ მენდევილის მიხედვით, ქართველებს ”Georgians” უწოდებდნენ იმის გამო, რომ ისინი განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ წმინდა გიორგის (ინგლისურად Saint George). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2004 წლის იანვარში ქვეყანაში შემოიღეს ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც წმ. გიორგის ჯვარს გამოსახავს. როგორც ამტკიცებენ, ამ დროშას საქართველოში მე-5 საუკუნიდან შუა საუკუნეების დასასრულამდე იყენებდნენ.
თანამედროვე ქართულ სეხლემწიფოს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელი ერქვა. 1918 წლის 26 მაისს აღიარებულმა პირველმა თანამედროვე ქართულმა სახელმწიფომ მიიღო სახელოდება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 1921 წლის 25 თებერვლიდან ქვეყანას, როგორც სსრკ-ს ნაწილს, ეწოდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. 1991 წლის 25 დეკემბერს, როდესაც საქართთველო გამოეყო სსრკ-ს, მას უწოდეს საქართველოს რესპუბლიკა. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო კონსტიტუცია, მისი ოფიციალური სახელწოდებაა საქართველო.
წყარო ვიკიპედია

