საქართველოს ისტორია


წინარე ისტორია

ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული სხვადასხვა დამპყრობელი განუწყვეტლივ იპყრობდა თანამედროვე საქართველოს ტერიტორიას. ანტიკური პერიოდი მომსწრეა ადრეული ქართული სახელმწიფოების, კოლხასა და იბერიის, აღმავლობისა. პირველი ქართული ტომები წერილობით ისტორიულ წყაროებში გაჩნდნენ ქრისტეს შობამდე მე-12 საუკუნეში. [25] არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა და უძველესმა წყაროებმა სააშკარაოზე გამოიტანა ადრეული პოლიტიკური და სახელმწიფო სტრუქტურების ელემენტები, რომელთაც ახასიათებს ქრისტეს შობამდე მე-7 საუკუნით და უფრო ადრეული ხანით დათარიღებული განვითრებული მეტალურგია და საოქრომჭედლო ტექინიკა. [26] ქრისტეს შობამდე მე-4 საუკუნეში ჩამოყალიბდა საქართველოს გაერთიანებული სამეფო, რომელიც წარმოადგენს ერთი მეფისა და არისტოკრატთა იერარქიის ქვეშ გაერთიანებულ განვითარებული სახელმწიფო ორგანიზაციის ადრეულ მაგალითს.

ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ჩვენი წელთაღრიცხვით 337 წელს, რამაც დიდად შეუწყო ხელი ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარებას და ქვეყნის გაერთიანებას. საქართველომ, როგორც ქრისტიანული და ისლამური ტრადიციების გზაჯვარედინმა, საკუთარ თავზე გამოსცადა ამ ორ სამყაროს შორის ტრადიციების გაცვლა-გამოცვლის პროცესის შედეგები, რამაც აღორძინების სახით კულმინაციას მიაღწია მე-12-13 საუკუნეებში.

ანტიკური ხანის ადრეული ქართული სამეფოები, რომელთაც ძველი ბერძნები და რომაელები იცნობდნენ იბერიის (ქვეყნის აღმოსავლეთში) და კოლხეთის (დასავლეთში) სახელით, რეგიონში პირველ სახელწმფიფოთაგანნი იყვნენ, რომელთაც მიიღეს ქრისიტიანობა (ჩვენი წელთაღრიცხვით 337 წელს ან, უახლესი კვლევების მიხედვით, 319 წელს).

ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, კოლხეთი ის ადგილი იყო, სადაც ოქორს საწმისი ინახებოდა, რომელსაც იასონი და არგონავტები ეძებდნენ. ეს აპოლონიუს როდოსელმა აღწერა თავის ეპიკურ მოთხრობაში ”არგონავტიკა”. ოქროს საწმისთან დაკავშირებულ მითს შესაძლოა საფუძვლად დასდებოდეს ის ფაქტი, რომ ადგილობრივები ცხვრის ტყავს მდინარებში ოქროს ქვიშის შესაგროვებლად იყენებდნენ. ინარე ქრისტიანული ეპოქის ბოლო საუკუნეებში ქართლის ა ნუ იბეერიის სამეფოს დასავლეთი საბერძნეთის, ხოლო აღმოსავლეთი- სპარსეთის გავლენის ქვეშ იყო.

მას შემდეგ, რაც ჩვ.წ.აღ-მდე 66 წელს რომის იმპერიამ დაასრულა კავკასიის რეგიონის დაპყრობა, იბერიის სამეფო დაახლოებით 400 წლის განმავლობაში რომის ქვეშევრდომი და მოკავშირე იყო. ჩვ.წ.აღ-ით 330 წელს მეფე მირიანი III-მ მიიღო ქრისრტიანობა, რითაც სამეფო საბოლოოდ დაუკავშირდა მეზობელი ბიზანტიის იმპერიას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მასზე ძლიერ კულტურულ გავლენას ახდენდა.
კოლხეთი, რომელსაც ადგილობრივები ეგრესს ანუ ლაზეთს უწოდებდნენ, ხშირად იყო მოქიშპე სპარსეთისა და ბიზანტიის იმპერიის ბრძოლის ველი და ბუფერული ზონა. ამ სამეფოზე ხან ვრცელდებოდა მათი გავლენა, ხანხაც-არა. შუა საუკუნეების დასაწყისისთვის ადრეული სამეფოები უკვე სხვადასხვა საფეოდალოებად იყო დაშლილი. ამან არაბებს გაუადვილა მე-7 საუკუნეში საქართველის დაპყრობა. მე-11 საუკუნეში აჯანყებულმა რეგიონებმა ტვი დააღწიეს არაბთა ბატონობას და ერთიან ქართულ სამეფოდ გაერთიანდნენ. მე-12 საუკუნის დასაწყისიდან საქართველომ თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია სამხრეთ კავკასიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი და ახლანდელი თურქეთის თითქმის მთელი ჩრდილოეთ საზღვარი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წელთაღრიცხვით 645 წელს არაბებემა ხელში ჩაიგდეს დედაქალაქი თბილისი, ქართლი ანუ იბერია ადგილობრივი არაბი მმართველების ქვეშევრდომობით ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას. ჩვენი წელთაღრიცხვით 813 წელს აშოტ I, რომელიც ცნობილია როგორც აშოტ კურაპალატი, ბაგრატიონთა დინასტიიდან პირველი იყო, რომელიც გახდა სამეფოს მმართველი: აშოტ კურაპალატის მმართველობით დაიწყო დაახლოებით 1000 წლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ბაგრატიონები, ასეა ცნობილი ეს დინასტია, მართავდნენ ახლანდელ რესპუბლიკას.

დასავლეთ და აღნმოსავლეთ საქართველო გააერთიანა ბაგრატ IV-მ (1027-72წწ). შემდეგ საუკუნეში დავით IV-მ (აღმაშენებლად წოდებულმა მეფობდა 1089-1125წწ-ში) ქვეყნიდან განდევნა თურქ-სელჩუკები და გაავრცელა საქართველოს კულტურული და პოლიტიკური გავლენა სამხრეთით სომხეთამდე, ხოლო აღმოსავლეთით კასპიის ზღვამდე. აქედან იწყება ოქროს ხანა საქართველოში.

შუა საუკუნეები

საქართველოს სამეფომ ზენიტს მიაღწია მე-12 საუკუნეში და მე-13 საუკუნის დასაწყისში, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მმართველობის დროს. ეს პერიოდი ოქროს ხანად ანუ საქართველოს აღორძინების ხანად იწოდება. ს ადრეული ქართული აღორძინების ხანა, რომელიც წინ უსწრებდა თავის ევროპულ ანალოგს, ხასიათდება რომანტიკულ-საგმირო ტრადიციით, ფილოსოფიის აყვავებითა და საზოგადოებასა და სახელმწიფო სისტემაში მთელი რიგი პოლიტიკური ინოვაციებით, მათ შორის რელიგიური და ეთნიკური ტოლერანტობით. საქართველოს ოქროს ხანამ მემკვიდრეობით დაგვიტოვა დიდებული ტაძრები, სატრფიალო პოეზია, და ლიტერატურა და ეპოსი ”ვეფხისტყაოსანი”. სელჩუკ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ედგა დავით აღმაშენებელი, რომელმაც ათობით ათასი ყივჩაღი მეომარი დაიქირავა და 1118 წელს ჩამოასახლა თავის სამეფოში.

მიუხედავად ამისა, საქართველოს სამეფოს აღოძინებამ არც თუ ისე დიდ ხანს გასტანა. 1226 წელს თბილისი დაიპყრო ჯალალ-ედ-დინმა, ხოლო 1236 წელს სამეფო საბოლოოდ დაიმორჩილეს მონღოლებმა (იხილეთ მონღოლთა დაპყრობები). აქედან მოყოლებული ადგილობრივი მმართველები ცენტრალური ქართული მმართველობისგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად იბრძოდნენ, რამაც მე-15 საუკუნეში სამეფო სრულ დაქუცმაცებამდე მიიყვანა. 1386-1404 წლებში საქართველო არაერთხელ დაიპყო და გაანადგრუა თემურ ლენგმა. მეზობელი ქვეყნები სარგებლობდნენ არსებული მდგომარეობით და მე-16 საუკუნიდან სპასეთის იმპერიამ და თურქთა იმპერიამ დაიმორჩილეს საქართველოს აღმოსავლეთი და დასავლეთი რეგიონები.

იმ რეგიონების მმართველები, რომლებიც ნაწილობრივ ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას, აწყობდნენ აჯანყებებს. სპარსთა და თურქთა დაპყრობებმა კიდევ უფრო დაასუსტა ადგილობრივი სამეფოები და რეგიონები. ომების შედეგად საქართველოს მოსახლეობა შემცირდა და იყო პერიოდი, როცა მისი რიცხვი 250 000-ს გაუტოლდა. აღმოსავლეთ საქართველო, რომელშიც შედიოდა ქართლისა და კახეთის სამეფოები, 1555 წლიდან სპარსეთის საფეოდალო იყო. ტუმცა, 1747 წელს ნადირ შაჰის, ”სპარსი ნაპოლეონის”, სიკვდილისთანავე ორივე სამეფო გათავისუფლდა სპარსეთის მმართველობისგან და 1762 წელს ენერგიული მეფის ერეკლე II-ის ძალისხმევით ერთ სამეფოდ გაერთიანდა.

საქართველო რუსეთის იმპერიის ქვეშ

1783 წელს რუსეთმა და ქართლ-კახეთის სამეფომ ხელი მოაწერეს გეორგიევსკის ტრაქტატს, რომლის თანახმადაც ქართლ-კახეთმა რუსეთისგან მფარველობა მიიღო. მიუხედავად იმ პირობისა, რომ რუსეთი დაიცავდა ქართლ-კახეთს, მან არანაერი დახმარება არ აღმოუჩინა სამეფოს, როდესაც 1785 წელს და შემდეგ 1795 მას თურქები შემოესივნენ. ეს მოვლენები იმით დასრულდა, რომ 1801 წელს რუსეთმა დანარჩენი საქართველოს ანექსიაც მოახდინა და ბაგრატიონთა დინასტია ქვეყნიდან განდევნა.

1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმოერატორმა, პავლე I-მა საქართველოს მეფის გიორგი XII-ის სავარაუდო მოთხოვნით ხელი მოაწერა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს (ქათლ-კახეთის) შესვლის შესახებ დეკლარაციას, რომელსაც დასრულებული სახე მიეცა 1801 წლის 8 იანვარს დეკრეტით [31] [32] და რომელიც 1801 წლის 12 სექტემბერს დაამტკიცა იმპერატორ ალექსანდრე I-მა. საქართველოს ელჩმა სანქტ-პეტერბურგში ამაზე რეაქცია გამოხატა საპროტესტო ნოტით, რომელიც წარუდგინა რუსეთის ვიცე-კანცლერს, თავად კურაკინს. 1801 წლის მაისში რუსმა გენერალმა კარლ ჰაინრიხ კნორინგმა ტახტიდან ჩამოაგდო მემკვიდრე დავით ბატონიშვილი და შემოიღო მმართველობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გენერალი ივან პეტროვიჩ ლაზარევი.

ქართველმა თავად-აზნაურობამ დეკრეტი არ მიიღო მანამ, სანამ 1802 წლის აპრილს გენერალმა კნორინგმა მათ თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ძალდატანებით არ მოუყარა თავი და არ მიაღებინა ფიცი რუსეთის საიმპერატორო ტახტის ერთგულებაზე. ისინი, ვინც უარი განაცხადეს ფიცის დადებაზე, დროებით დააპატიმრეს.

1805 წლის ზაფხულში რუსეთის ჯარმა ასკერანის მდინარესთან, ზაგამის ახლოს, დაამარცხა სპარსეთის ჯარი, რითაც თბილისი დაპყრობას გადაურჩა.

დასავლეთ საქართველოში სამეგრელოსა და გურიის სათავადოებმა რუსეთის მფარველობა 1800 წლებში მიიღეს. საბოლოოდ, 1810 წელს მცირე ომის შემდეგ რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მოახდინა დასავლეთ საქართველოში იმერეთის სამეფოს ანექსიაც. იმერეთის ბოლოს მეფე და ქართველ ბაგრატიონთა ბოლო წარმომადგენელი, სოლომონ II, 1815 წელს გადასახელბაში გარდაიცვალა. 1803-1878 წლებში თურქეთისა და ირანის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული არაერთი ომის შედეგად ზოგოერთი ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. ეს ტერიტორიები (ბათუმი, ახალციხე, ფოთი და აფხაზეთი) ახლა საქათველოს ტერიტორიის ნაწილს წარმოადგენს. გურიის სათავადო 1828 წელს გაუქმდა, ხოლო სამეგრელოს სათავადო - 1857 წელს. სვანეთის რეგიონის ანექსია კი თანდათანობით, 1857-59 წლებში, მოხდა.

თავისუფლების გამოხცადება

1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა საქართველოს სოციალ დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც პრომენშევიკებად მიიჩნევდნენ, ხოლო მისი ხელმძღვანელი, ნოე ჟორდანია, პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. 1918 წელს ძირითადად სომეხი მოსახლეობით დასახლებულ ქართულ პროვინციებში დაიწყო საქართველო-სომხეთის ომი, რომელიც დასრულდა ბრიტანეთის ჩარევით. 1918-19 წლებში ქართველმა გენერალმა, გიორგი მაზნიაშვილმა, უხელმძღვანელა ქართველთა შეტევას თეთრი არმიის წინააღმდეგ, რომელსაც სათავეში ედგნენ მოისეევი და დენიკინი. ქართველები ითხოვდნენ ტუაფსედან სოჭამდე და ადლერამდე არსებული შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაბრუნებას დამოუკიდებელი საქართველოს ფარგლებში. მოუხედავად ამისა, ქვეყნის დამოუკიდებლობა დიდ ხანს არ გარგძლედა. 1918-1920 საქართველო ბრიტანეთის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.

საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში

1921 წლის თებერვალში საქართველოს შეუტია წითელმა არმიამ. ქართველთა არმია დამარცხდა და სოციალდემოკრატიული მთავრობა გაიქცა ქვეყნიდან. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმია შემოვიდა დედაქალაქ თბილისში და დანიშნა მოსკოვის მიერ მართული კომუნისტური მთავრობა, რომელსაც სათავეში სათავეში ჩაუდგა ქართველი ბოლშევიკი, ფილიპე მახარაძე. მიუხედავად ამისა, საბჭოთა მმართველობამ საბოლოოდ მოიკიდა ფეხი მხოლოდ მას შემდეგ, რაც 1924 წლის აჯანყება სისხლში იქნა ჩახშობილი. საქართველო შევიდა ტრანსკავკასიურ სფსრ-ში, რომელშიც გაერთიანდნენ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. 1936 წელს ტსფსრ და საქართველო გახდა საქართველოს სსრ.

იოსებ ჯუღაშვილი (ეთნიკური ქართველი), რომელიც ცნობილია ფსევდონიმით სტალინი (რომელიც მომდინარეობს რუსული სიტყვიდან сталь - ფოლადი) გამოჩენილი ბოლშევიკი იყო, რომელის 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთის იმპერიის სათავეში მოვიდა. სტალინმა საბჭოთა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობა დაიკავა. 1941-1945 წლებში, მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ წითელ არმიაში დაახლოებით 700 000 ქართველი იბრძოდა. (გარკვეული ნაწილი გერმანელთა მხარესაც იბრძოდა) დაახლოებით 350 000 ქართველი დაიღუპა აღმოსავლეთ ფრონტზე.

დისიდენტურმა მოძრაობამ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღსადგენად პოპულარობის მოხვეჭა 1960-იანი წლებიდან დაიწყო. ქართველ დისიდენტთა შორის ორი ყველაზე გამორჩეული აქტივისტი იყო მერაბ კოსატავა და ზვიად გამსახურდია. საბჭოთა მთავრობა დისიდენტებს მკაცრად დევნიდა, ხოლო მათ საქმიანობას ყველა ხერხით უშლიდა ხელს.

1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დედაქალაქ თბილისში გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია სისხლისღვრით დასრულდა, რომლის დროსაც საბჭოთა ჯარებმა რამდენიმე ადამიანი მოკლეს. 1990 წლის ოქტომბრის ეროვნული ასამბლეის, უმაღლესი საბჭოს, არჩევნებამდე, რომელიც სსრკ-ში პირველი ფორმალური მრავალპარტიული არჩევნები იყო, ხელმეორედ მოხდა პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება. მაშინ, როცა უფრო რადიკალურმა ჯგუფებმა ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს და მოსკოვის საეჭვო მხარდაჭერით მოიწვიეს ალტერნატიული ფორუმი (ეროვნული კონგრესი), ანტიკომუნისტური ოპოზიციის მეორე ნაწილი გაერთიანდა ”მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს” სახით ყოფილი დისიდენტების მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ირგვლივ. ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა არჩევნებში აშკარა უმრავლესობით, 250 საპარლამენტო ადგილიდან 155 ადგილით, მაშინ როცა მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ მხოლოდ 64 ადგილი მოიპოვა. დანარცენმა პარტიებმა ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი და ერგოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთწევრიანი საამომრჩევლო ადგილები.

საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ

1991 წლის 9 აპრილს სსრკ-ს დაშლიდან ცოტა ხანში საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1991 წლის 26 მაისს ზვიად გამსახურდია აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტად. გამსახურდიამ გააღვივა ქართული ეროვნულობა და სახალხოდ განაცხადა, რომ თბილისის გავლენა გავრცელდებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში კლასიფიცირებული იყო როგორც ავტონომიური რეგიონები. თუმცა, გამსახურდია მალევე ჩამოაგდეს პოსტიდან სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების გზით, რომელიც დაიწყო 1991 წლის 22 დეკემბერს და გაგრძელდა 199 წლის 6 იანვრამდე. სახელმწიფო გადატრიალება ინიცირებული იყო ეროვნული გვარდიის ნაწილისა და გასამხედროებული ორგანიზაცია ”მხედრიონის” მიერ. ქვეყანა გაეხვია სამოქალაქო ომში, რომელიც გაგრძელდა 1995 წლამდე. 1992 წელს ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა საქართველოში და შეუერთდა გადატრიალების ხელმძღვანელებს -კიტოვანსა და იოსელიანს, და სათავეში ჩაუდგა სამეულს, რომელსაც დაერქვა ”სახელმწიფო საბჭო”.

1995 წელს შევარდნაძე ოფიციალურად იქნა არჩეული საქართველოს პრეზიდენტად. ამავდროულად საქართველოს ორ რეგიონში- აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ადგილობრივ სეპარატისტებსა და უმრავლესობით წარმოდგენილ ქართველ მოსახლეობას შორის გაღვივებული უთანხმოება გადაიზარდა ეთნიკურ ძალადობასა და ომებში. აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა რუსეთის მხარდაჭერით, გადა ზოგიერთი რაიონისა, საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობას მიაღწია. უხეშად რომ ვთქვათ. 1992-1993 წლებში აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილო კავკასიელმა მოსახლეებმა (მათ შორის ჩეჩნებმა) აფხაზეთიდან 230 000-დან 250 000-მდე ქართველი განდევნეს. გარდა ამისა, დაახლოებით 23 000-მა ქართველმა დატოვა სამხრეთ ოსეთი და ბევვრი ოსური ოჯახი აიძულეს, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები ბორჯომის რეგიონში და გადასულიყვნენ რუსეთში.

2003 წელს შევარდნაძე, (რომელმაც კვლავ მოიგო 2000 წლის არჩევნები) ”ვარდების რევოლუციის” შედეგად პოსტიდან გადააყენეს. ოპოზოცოა და საერთაშორისო დამკვირვებლები ამტკიცებდნენ. რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. რევოლუციას სათავეში ედგნენ შევარდნაძის მმართველი პარტიის ყოფილი წევრები და ლიდერები-მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე. 2004 წელს მიხეილ სააკაშვილი არჩეული იქნა საქართველოს პრეზიდენტად.

ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაიწყო მთელი რიგი რეფორმები ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ახალი მთავრობის მჩდელობას, აღედგინა საქართველოს გავლენა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მოჰყვა კრიზისი 2004 წლის დასაწყისში. აჭარაში მოპოვებულმა წარმატებამ სააკაშვილი წააქეზა, გააქტიუებულიყო გამოყოფილ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. ამ მოვლენებმა და ჩეჩნეთის მეორე ომში საქართველოს ჩარევასთან დაკაშირებულმა ბრალდებებმა გამოიწვია რუსეთთან უერთიერთობების გაუარესება, რაც აგრეთვე გააღვივა იმ დახმარებამ და მხარდაჭერამ, რასაც რუსეთი ღაიდ უწევდა ამ ორ სეპარატისტულ რეგიონს. მიუხედავად ამ რთული ურთიერთობისა, 2005 წლის მაისში საქართველოსა და რუსეთს შორის დაიდო ორმხრივი შეთანხმება, რომლითაც რუსეთმა ბათუმსა და ახალქალაქში მდებარე სამხედხრო ბაზები (ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში შექმნილი) ქვეყნიდან გაიყვანა. რუსეთმა შეასრულა პირობები და გეგმის მიხედვით აღნიშნული ტერიტორიებიდან ჯარი და აღჭურვილობა 2007 წლის დეკემბრისთვის მთლიანად გაიყვანა.

2008 წლის სამხედრო კონფლიქტი რუსეთთან

2008 წლის ივლისში მტრული ურთიერთობა საქართველოსა და მის გამოყოფილ ტერიტორიას, სამხრეთ ოსეთს შორის კიდევ უფრო გაუარესდა, როცა ოსმა სეპარატისტებმა ქართული სოფლები დაბომბეს. რუსეთმა და საქართველომ სამხრეთ ოსეთთან საკუთარი საზღვების გასწვრივ თავი მოუყარეს დიდი რაოდენობით სამხედრო ძალებს. 7 აგვისოს საქართველომ დაბომბა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქო ცხინვალი, რის შემდეგაც ქართული შეიარაღებული ძალები სამხრეთ ოსეთში შევიდნენ არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული იარაღის საშუალებით გახსნილი მრავალჯერადი ცეცხლის დახმარებით. რუსეთის განცხადებით, სამხრეთ ოსეთში განთავსებულ სამშვიდობოთაგან რამდენიმე მოკლეს. 8 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის 58-ე არმია სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ კონტროლირებადი როკის გვირაბის გავლით შევიდა, ხოლო რუსულმა ავიაციამ საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა წერტილებში კოორდინირებული საჰაერო იერიშების სერიები დაიწყო. საქართველოშო შემოჭრისა და საჰაერო იერიშების გასასამართლებლად რუსეთი ამტკიცებდა, რომ ქართულ არმიას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის 1 600 სამოქალაქო პირის მკვლელობაზე. თუმცა, ეს ბრალდებები არ დადასტურდა და სამხრეთ ოსეთში Human Rights Watch-ის დამკვირვებლებმა დაადანაშაულეს რუსეთი მსხვერპლის მასშტაბების ამგვარად გაზვიადებაში.

რადგანაც სამხრეთ ოსეთში ჯარები ორივემ, რუსეთმაც და საქართველომაც, გაგზავნა, კონფლიქტი ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ რუსეთს, სამხრეთ ოსეთსა და მოგვიანებით აფხაზ სეპარატისტებს შორის 2008 წლის ომის დროს სწრაფად გამწვავდა. სამხრეთ ოსეთში ინტენსიური ბრძოლების წყალობით ბევრი საკამათო განცხადება გაკეთდა ორივე მხარეს მსხ ვერპლთა რაოდენობის, ჯარების გადაადგილების სტატუსის, საქათველოსა და რუსეთ-ოსეთის საბრძოლო დანაყოფებს შორის ფრონტის ხაზის მდებარეობის შესახებ. რამდენიმე დღიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ ქართული ჯარები სამხრეთ ოსეთიდან განდევნეს. რუსული ძალების დაწინაურებას და სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს არასაკამათო ტერიტორიაზე გადასვლას თან სდევდა გადაუმოწმებელი გა ნცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედროები და თანმხლები არარეგულარული ჯარები წვავდნენ შენობებს, ძარცვავდნენ და ხოცავდნენ სამოქალაქო პირებს. 11 აგვისტოს რუსეთის სამხედრო ჯარი ხელმეორედ შეიჭრა მეორე ქართულ სეპარატისტულ პროვინციაში, აფხაზეთში, და მიითვისა დასავლეთ საქართველოს კიდევ სხვა ტერიტორია. 12 აგვისტოს პრეზიდენტმა მედვედევმა განცხადება გააკეთა საქართველოში რუსეთის სამხედრო ოპერაციების შეჩერების შესახებ.

წყარო ვიკიპედია