ქართული ენა

ქართული ენა ქართველების მშობლიური ენაა. იგი ქვეყნის ოფიციალურ ენას წარმოადგენს.
ქართული თავად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3,9 მილიონი ადამიანისა და საზღვარგარეთ (ძირითადად თურქეთში, ირანში, რუსეთში, აშშ-სა და ევროპაში) მცხოვრები 500 000 ქართველის ძირითადი სალაპარაკო ენაა. იგი წარმოადგენს ქართული ეთნოსის ყველა კუთხის ქვეჯგუფის, მათ შორის სხვა სამხრეთ კავკასიურ თუ ქართველურ ენებზე მოსაუბრე ხალხების: სვანების, მეგრელებისა და ლაზების, სალიტერატურო ენას. ებრაულ ქართულად, რომელსაც ზოგჯერ დამოუკიდებელ ებრაულ ენად მიიჩნევენ, საქართველოში საუბრობს 20 000, ხოლო მსოფლიოს სხვა ქვეყნებში 65 000 ადამიანი (მათგან 60 000 ადამიანი ისრაელში).
ეთნო-ლინგვისტური ჯგუფები კავკასიის რეგიონში
კლასიფიკაცია
ქართული სამხრეთ კავკასიურ ენათა შორის ყველზე გავრცელებული ენაა და მიეკუთვნება ოჯახს, რომელშიც შედის სვანური და მეგრული (რომელზედაც ძირითადად საუბრობენ ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში) და ლაზური ენები (რომელზედაც ძირითადად საუბრობენ თურქეთის შავი ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს მალიატიდან, რიზედან საქართვწელოს საზღვრამდე არსებულ ტერიტორიას).
დიალექტები
ქართული ენის დიალექტების რიცხვს მიეკუთვნება იმერული, რაჭულ-ლეჩხუმური, გურული, აჭარული, ემრხევური (თურქეთში), ქართლური, კახური, ინგილოური (აზერბაიჯანში), თუშური, ხევსურული, მოხევური, ფშავური, ფერეიდნული დიალექტი ირანში, ფერეიდუნშარსა და ფერეიდანში, მთიულური და მესხური.
ისტორია
ქართულს, სვანურსა და მეგრულ/ლაზურ ენებს ჰქონდათ საერთო ენა, რომელსაც როგორც მიიჩენევენ ქრისტეს შობამდე პირველ ათასწლეულში გამოეყო ქართული ენა. ცვლილებების ხარისხზე დაყრდნობით ლინგვისტები (მაგალითად კლიმოვი, თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი) ვარაუდობენ, რომ პირველად ქართული ენა ზემოთ აღნიშნულ ენებს გამოეყო ქრისტეს შობამდე მეორე ათასწლეულში ან უფრო ადრე, რამაც სვანური სხვა ენებისგან განაცალკევა. მეგრული და ლაზური ქართულს გამოეყო ათასი წლის შემდეგ.
ზეპირი ქართული ენის შესახებ არსებულ ყველაზე ადრეულ ინფორმაციად შეიძლება ჩაითვალოს რომაელი გრამატიკოსის, მარკუს კორნელიუს ფრონტოს პასაჟი, რომელიც თარიღდება ჩვ.წ.აღ-ის II საუკუნით: ფრონტო აღწერს იბერიელებს, რომლებიც იმპერატორ მარკუსს ავრელიუსს თავიანთ გაუგებარ ენაზე მიმართავს.
ქართული დამწერლობის განვითარება იმის შედეგი იყო, რომ მე-4 საუკუნის შუა ხანებში ქართველმა წარჩინებულებმა ქრისტიანული სარწმუნოება მიიღეს. ახალ ლიტერატურულ ენას საფუძვლად დაედო უკვე კარგად დამყარებული კულტურული ინფრასტრუქტურა და კერპთაყვანისმცემელი საქართველოს ლიტერატურული ენის, ანუ არამეულის ფუნქციებთან, ტრადიციებთან და სტატუსთან ერთად შეითვისა ახალი ეროვნული რელიგიაც. პირველ ქართულ ტექსტებად გვევლინება მე-5 საუკუნით დათარიღებული წარწერები პალიმფსესტებზე. საქართველოს მდიდარი ლეტერატურული ტრადიცია აქვს. პირველი ჩვენამდე მმოღწეული ლიტერატურული ნაწარმოებია იაკობ ცურტაველის ”წამებაი წმიდისა დედოფლისა შუშანიკისი”, რომელიც დაიწერა ჩვ.წ.აღ-ის მე-5 საუკუნეში. ქართული ეროვნული ეპოსი, შოთა რუსთაველის ”ვეფხისტყაოსანი” ეკუთვნის მე-12 საუკუნეს.
ქართული ენის ისტორია პირობითად იყოფა შემდეგ პერიოდებად:
უძველესი ქართული ენა - V-VIII საუკუნეები
კლასიკური ძველი ქართული ენა - IX-XI საუკუნეები
შუა საუკუნეების ქართული ენა - XII-XVIII საუკუნეები
თანამედროვე ქათული ენა - XVIII-XXI საუკუნეები
ანბანი
ქართული ანბანი ერთ-ერთია მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის. თანამედროვე ქართული ანბანი 33 ასო-ბგერისგან შედგება. თავიდან ქართულ ანბანში მეტი ასო-ბგერა იყო, რომლებიც ამოიღეს ანბანიდან. იგი ერთადერთი ენაა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში, რომელსაც აქვს საკუთარი ძველი დამწერლობა და ანბანი.
ქართული ანბანი უძველესი ფორმა, ასომთავრული შეიქმნა ჩვ.წ.აღ-მდე 412 წელს მატრას კულსტის (სპარსეთის მითრა) ქართველი მღვდლების მიერ. ასომთავრულმა ჩვ.წ.აღ-მდე 284 წელს განიცადა რეფორმა, რომელიც განახორციელა იბერიის მეფე ფარნავაზ I-მა. ზოგი ქართველი ისტორიკოსის რწმენით, ქართული ანბანი შეიქმნა ჩვ.წ.აღ-მდე მესამე საუკუნეში ქართველი მეფის ფარნავაზის მიერ.
ჩვენამდე მოღწეული ასომთავრული ანბანის, იგივე ”მრგლოვანის” ნიმუშები გვხვდება წარწერების სახით, მაგალითად, თბილისის სამხრეთით მდებარე ბოლნისის სიონის ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერები (დათარიღებული ჩვ.წ.აღ-ის 493 წლით იგი ითველბა ქართულ ენაზე შესრულებულ უძველეს წარწერად). ნაპოვნია კიდევ უფრო ძველი ნიმუშები, რომლებიც მიეკუთვნება ჩვ.წ.აღ-მდე მესამე საუკუნიდან ჩვ.წ.აღ-ის მესამე საუკუნემდე პერიოდს და რომლებიც აღმოაჩინეს არმაზის ციხესა (მცხეთის ახლოს) და ნეკრესში (აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში) 1940 წელს და 1995-2003 წლებში სიმონ ჯანაშიასა (1900-1947წწ) და ლევან ჭილაშვილის მიერ წარმოებული სამეცნიერო ექსპედიციების დროს. წარწერები შეისწავლა პავლე ინგოროყვამ.
აღმოჩენილია ჩვ.წ.აღ-ის 864 წლით დათარირებული უძველესი დამწერლობა, რომელიც ინახება სინას ნახევარკუნძულზე (ეგვიპტე) მდებარე წმ. ეკატერინეს მონასტერში.
ნუსხური იგივე კუთხოვანი ანბანი პირვლად გვხდება მეცხრე საუკუნეში. ასომთავრული და ნნუსხური, იგივე ხუცური, გამოიყრნებოდა რელიგიური ხელნაწერების შესასრულებლად, ხოლო ასომთავრულის სიტყვის პირველი ასოს დასაწერად იყენებდნენ.
თანამედროვე ანბანი, რომელსაც მხედრული ეწოდება, გაჩნდა მეთერთმეტე საუკუნეში. იგი რელიგიური მიზენბისთვის მეთვრამეტე საუკენემდე არ გამოიყენებოდა, მოგვიანებით მისი ადგილი მთლიანად ხუცურმა დაიკავა. ქათველი ლინგვისტების აზრით, ორთოგრაფია ფონემატურია.
ქართული ანბანი
ლექსიკა
ქართული ენისთვის დამახასიათებელია მდიდარი სიტყვათწარმოების სისტემა. ფუძეზე პრეფიქსებისა და სუფიქსების დამატებით შესაძლებელია ბევრი არსებითი სახელისა და ზედსართავი სახელის წარმოება. მაგალითად ფუძისგან -ქართ- შეიძლება ვაწარმოოთ შემდეგი სიტყვები: ქართველი, ქართული და საქართველო.
ქართული გვარების უმეტესობის დაბოლოებაა -ძე (დასავლეთ საქართველოში) , - შვილი (აღმოსავლეთ საქართველოში), - ია (დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში), -ანი (დასავლეთ საქართველოში, სვანეთში), -ური (აღმოსავლეთ საქართველოში) და ა.შ. დაბოლოება -ელი დიდგვაროვნეის აღმ ნიშვნელია ბოლოსართია, მსგავსად ფრანგულის დე-სი (de), გერმანული ფონ-ისა, (von), ან პოლონური სკი-სა (ski). სულ ცოტა, ქართული გვარითორი პიროვნებაა ცნობილი მსოფლიოში, ესენი არიან ედუარდ შევარდნაძე და იოსებ სტალინი, რომლის ნამდვილი გვარია ჯუღაშვილი. 1990-იან წლებში ბრიტანეთის საფეხბურთო გუნდში, ”მანჩესტერ სითიში” თმაშობდა რამდენიმე ქართველი მოთამაშე, რომელთა გვარებიც ზემოთ აღნიშნული სუფიქსებით ბოლოვდება. ესენია: გიორგი ქინქლაძე, მუთაზი შელია, კახაბერ ცხადაძე და მიხეილ ყაველაშვილი.
ქართულ ენაში არსებობს ოცრიცხვიანი რიცხვითი სახელის სისტემა, რომელიც ბასკურის ან ძველი ფრანგულის მსგავსად ეფუძნება 20 რიცხვისგან შემდგარ თვლის სისტემას. 20-ზე მეტი და 100-ზე ნაკლები რიცხვის გამოსახატად პირველად ვამობობთ შესბამის ოცეულს, რომელსაც ემატება შემდეგი რიცხვი, მაგალითად: 93 გამოითქმის შემდეგნაერად: ოთხპცდაცამეთი - ოთხ-მ-ოც-და-ცამეტი (ლიტ. ოთხჯერ ოცი და ცამეტი).
გრამატიკა
ქართული ენა მიეკუთვნება სამხრეთ კავკასიურ ანუ ქართველურ ენათა ოჯახს. მის დამახასიათებელ თვისებათაგან ზოგი, მაგალითად ზმნური ასპექტის სისტემა, ენათესავება სლავურ ენებს, მაგრამ ქართული ენის გრამატიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ინდო-ევროპულ ენათაგან და მისთვის დამახასიათებელია ბევრი განმასხვავებელი თვისება, როგორიცაა ერგატიულობა (მოთხრობითი ბრუნვა) და ზმნის მრავალპირიანობა.
მორფოლოგიურ-სიტაქსური სტრუქტურა:
ქართული ენის სინტაქსი და ზმნის შეთანხმება მიეკუთვნება ნომინატიურ-აკუზატიურ (სახელობით-ნათესაობით) ენას. ეს იმას ნიშნავს, რომ გარდაუვალი ზმნის ქვემდებარე ერთსა და იმავე პირში უნდა ჩავსვათ, როცა ისინი წინადადებაში სიტყვათა წყობაში გვხვდება.
ნომინატიურ-აკუზატიური დაჯგუფება ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში არსებულ ენებში და გვხდება ყველა დასავლურ-ინდოევროპულ ენებში (როგორიცაა ინგლისური, გერმანული და ფრანგული ენები).
თუმცა, ქართული ენის ბრუნვის მორფოლოგია (ანუ არსებით სახელთა ბრუნება, რომლის დროსაც გამოიყენება ბბრუნვის ნიშნები) ყოველთვის არ ემთხვევა ზმნურ დაჯგუფებას. ქართულ ენაზე ამბობენ, რომ მისთვის დამახასიათებელია ერგატიულობა. მორფოლოგიურა, როგორც ამბობენ, II სერიაში (”წყვეტილში”) მისთვის ძირითადად დამახასიათებელია ერგატიულობა-აბსოლუტივი. ეს იმას ნიშნავს, რომ გარდაუვალი ზმნის ქვემდებარე იღებს იმავე ბრუნვის ნიშანს, რასაც გარდამავალი ზმნის პირდაპირი დამატება. თუმცა, ეს სრულყოფილი განმარტება არ არის. ეს იმიტომ რომ ქართულ ენას აქვს ერგატიულობის სხვა დონე წყვეტილის მწკრივში გარდაუვალი ზმნა სხვა ფორმას იღებს. მეორე უღლების ზმნები იმ ფორმას იღებენ, რა ფორმასაც უნდა იღებნდნენ ერგატიულ ენაში: ქვემდებარე გადადის ყველაზე ნაკელბად აქტიურ ბრუნვაში სახელობით ბრუნვაში (რაც ტერმინოლოგიის თვალსაზრისით სხვა ენებში აბსოლუტური ბრუნვის ექვივალენტია). მესამე უღლების ზმნები ისე იქცევიან, თითქოს აკუზატიურ სისტემას მიეკუთვნებოდნენ: ქვემდებარე გადადის ყველაზე აქტიურ ბრუნვაში (ერგატივში ანუ მოთხრობით ბრუნვაში). ზმნების დაყოფა მეორე და მესამე უღლების ზმნებად მოსახერხებელი საშუალებაა განსხვავების დასამახსოვრებლად, მაგრამ ფაქტობრივად ორივე მათგანი შეიცავს გარდაუვალ ზმნებს და მთლიანობაში ეს ზმნები იღებენ აქტიური გვარის ფორმას. აქტიურ ენაში გარდაუვალი ზმნები იყოფა ორ კლასად: ეს დაყოფა ეფუძნება სემანტიკურ კრიტერიუმებს და ითვალისწინებს ქვემდებარისა და ზმნის ბუნებას მაგალითად: თუ ქვემდებარე აგენტია (აქტიური ანუ ზმნით გამოხატული მოქმედების უშუალო შემსრულებებლი), მაშინ მას აქვს ერთი ბრუნვის ნიშანი (მაგალითად: მოთხრობითი ბრუნვის ნიშანი), მაგრამ თუ ქვემდებარე გამოხატავს იმ პირს, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ზმნით გამოხატული მოქმედება ან ვინც არ არის მოქმედების ინიციატორი, მაშინ იგი დგება სხვა ბრუნვაში, (მაგ.: აბსოლუტურ ანუ სახელობით ბრუნვაში). ”ყველაზე აქტიური” ბრუნვა ნიშნავს ბრუნვას, რომელშიც დგას გარდამავალი ზმნის ქვემდებარე, ხოლო ”ნაკლებად აქტიური” ანუ ”ყველაზე პასიური” ბრუნვა ის ბრუნვაა, რომელშიც დაგას პირდაპირი დამატება. ეს ზუსტად ისაა, რაც ხდება ქართულ ენაში წყვეტილის მწკრივის მეორე და მესამე უღლების ზმნების შემთხვევაში.
ქართულ ენაში ზმნები კლასიფიკაცია მათი ქვემდებაის აქტიური და პასიური ბუნების მიხედვით უკვაშირდება შესრულებულ მოქმედებას მიუხედავად იმისა, ქვემდებარე მართულია თუ არა. (არსებობს რამდენიმე გამონაკლისი: ბუნების მოველენების გამომხატველი ზმნები ან სინათლის ან ბგერის გამოცემის გამომხატველი ზმნები ჩვეულებრივ უპირო შემასმენელად გვევლინებიან და შესაბამისად შემსრულებელი პირი საერთოდ არ ჰყავთ. კლასებად დაყოფა მკაცრი წესების დაცვით ხდება: ყოველი ზმნა იმ კლასს მ მიეუთვნება, რომელიც მას შეესაბამება. თ ქვემდებარე მოქმედების აქტიური შემსრულებელია, იგი იღებს ერგატივის ფორმას მაშინაც კი, როცა ზოგოერთ განსაკუთრებულ მაგალითში მოქმედება შესაძლოა ქვემდებარის ქვემდებარის მიერ არ იყოს მართული. მაშასადამე, ქართულ ენაში მოქმედებით სტრუქტურას ”გაწყვეტილი-S-ის” ტიპს უწოდებენ.
ბრუნვები:
ქართულ ენაში არის შვიდი გრამატიკული ბრუნვა: სახელობითი, ერგატიული (ქართველოლოგიაში იგი ცნობილია მოთხრობითი ბრუნვის სახელით; ეს ბრუნვა ძირითადად გვხდება წყვეტილში, რაც თხრობას უსვამს ხაზს)., მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი, და წოდებითი.
სახელობითი, მოთხრობითი და მიცემითი ძირითადი ბრუნვებია და ქართული ენის რთული მორფოსინტაქსური სტრუქტურის წყალობით თითოეულს რამდენიმე განსხვავებული ფუნქცი აქვს და სხვადასხვა კონტქესტში ფორმით ერთმანეთსაც ჰგვანან. ისინი გამოიყენება ზმნებთან ერთად. მეორეხარისხოვანი ბრუნვებია ნათესაობითი, მოქმედებითი, ვიტარებითი და წოდებითი.
ნათესაობითი ბრუნვა იგივე რაც ინგლისურში ნათესაობითი ბრუნვის წინდებული of ან აპოსტროფი s –‘s. ფრაზაში ”საქართველოს რესპუბლიკა” სიტყვა ”საქართველო” ნათესაობით ბრუნვაშია.
მოქმედებითი გვარი ინგლისურში შეესაბამება წინდებულ “with”-ს (-ით), მაგ.: “He is cutting with a knife” (ის ჭრის დანით), სადაც “knife” ანუ ”დანა”, მოქმედებით ბრუნვაშია. ამ ბრუნვაში ასევე გვხდება თანდებულიანი დამატებები.
ვითარებით ბრუნვაში ძირითადად გვხდება ვითარებითი ფრაზები. იგი ასევე გამოიყენება სხვა კონტქესტითაც, განსაკუთრებით როცა იხმარება ენების სახელწოდებები, მაგ.: წინადადებაში ”შეგიძლია ეს გადათარგმნო ქართულად?” სიტყვა ”ქართულად” ვითარებით ბრუნვაშია.
წოდებითი ბრუნვა გამოიყენება, როდესაც ვინმეს მივმართავთ. მაგალითად როდესაც დედა ეძახის შვილს, ბავშვი პასუხობს ”ბატონო” (ანუ ”დიახ”). წოდებით ბრუნვასთან დაკავშირებით საინტერესო ის გახლავთ, რომ საკუთარ სახელებთან წოდებითი ბრუნვის გამოყენება შეუსაბამოა ან უხეშად ჟღერს, ამიტომ მას წოდებითი ბრუნვის ნიშანი შორდება და იღებს საზოგადო სხელის ფორმას: ”როგორა ხართ, ზურაბ (*ზურაბო)?”
არსებითი სახელები:
არსებითი სახელის ბრუნება დამოკიდებულია შემდეგზე: არსებითი სახელის ფუძე ხომნავნზე ბოლოვდება თუ თანხმოვანზე. თუ არსებითი სახელის ფუძე ბოლოვდება ხმოვანზე, ბრუნებისას იგი ან კვეცადია (”ე”-ზე ან ”ა”-ზე დაბოლოებული ფუძეები), ან უკვეცელი (”ო”-ზე ან ”უ”-ზე დაბოლოვებული ფუძეები).კვეცის დროს ნათრესაობითსა და მოქმედებით ბრუნვაში სიტყვის ძირს ბოლო ხმოვანი ჩამოშორდება.
მრავლობითი რიცხვი:
მრავლობითში არსებითი სახელი იმატებს სუფიქს-ებ, რომლიც არსებითჳ სახელის ფუძისა და ბრუნვის ნიშანს შორის ჯდება. მაგალითად:
სახელობითი ბრუნვა: კაც-ებ-ი
მოთხრობითი ბრუნვა: კაც-ებ-მა
სახელობითი ბრუნვა: ხე-ებ-ი (ფუძე ბოლოვდება კვეცად ”ე”-ზე)
მიცემითი ბრუნვა: ხე-ებ-ს
სახელობითი ბრუნვა: გოგო-ებ-ი (ფუზე ბოლოვდება უკვეცელ ”ო”-ზე)
მოქმედებითი ბრუნვა: გოგო-ებ-ით
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ მრავლობითი რიცხვის სუფიქსს არსებითი სახელი არ იმატებს, თუ მას ქინ უძღვის რაოდენობის გამომხატველი სიტყვა ან რაოდენობითი რიცხვითი სახელი. მაგალითად: ხუთი კაცი და არა ხუთი კაცები. გარდა ამისა, გარკვეულ კონტექსტში ახალ ქართულ ენაში არსებული ბრუნვის ნიშნების ნაცვლად გამოიყენება ძველი ქართული ენის ბრუნვის ნიშნები, მაგ.: საბჭოთა საქართველო (დ არა საბჭოების საქართველო).
ნაცვალსახელები
ექვსი პირის ნაცვალსახელის ბრუნება:
სახელობითი მოთხრობითი მიცემითი ნათესაობითი მოქმედებითი ვითარებითი წოდებითი
I (მხ.რ.) მე მე მე ჩემ(ს) ჩემით ჩემად -
II (მხ.რ.) შენ შენ შენ შენ(ს) შენით შენად შე
III(მხ.რ.) ის (ი) მან (ი)მას (ი)მას (ი)მით (ი)მად -
I (მხ.რ.) ჩვენ ჩვენ ჩვენ ჩვენ-ს ჩვენით ჩვენად -
II (მხ.რ.) თქვენ თქვენ თქვენ თქვენ(ს) თქვენით თქვენად თქვე
III (მხ.რ.) ისინი (ი)მათ (ი)მათ (ი)მათ (ი)მათ (ი)მათ -
ზედსართავი სახელები:
ზუსტად რომ ვთქვათ, ქართველები არსებით სახელებს არ განასხვავებენ ზედსართავი სახელებისგან, უფრო ზუსტად, სახელობით ფრაზაში ადგილის მიხედვით განასახვავებენ მსაზღვრელსა და საზღვრულს. ამის შედეგად, ის საგნები, რომლებიც წესით ზედსართავი სახელები უნდა იყოს, შესაძლოა არსებითი სახელის ფუნქციაში შეგვხვდეს, მაგალითად: შეიძლება ვთქვათ: მინოდოდა ლურჯი წიგნი ან უბრალოდ: მინდოდა ლურჯი. ამგვარი ზედსართავი სახელის მსგავსი მსაზღვრელების ბრუნება განსხვავდება არსებითი სახელების ბრუნებისაგან, მარამ არსებითი სახელების მსგავსად იგი დამოკიდებულია იმაზე, ზედსართავის ფუძე ხმოვანზე ბოლოვდება თუ თანხმოვანზე: ხმოვანზე დაბოლოვებული ფუძის მქონე ზედსართვებს ყველა ბრუნვაში ერთი და იგივე ფორმა აქვთ, ხოლო თანხმოვანზე დაბოლოებული ფუძის მქონე ზედსართვაები ბრუნვისას ფორმას იცვლიან (შეიძლება ითქვას, რომ ხმოვანზე დაბოლოებლი ფუძის მქონე ზედსართავები, ფაქტრობრივად არ იბრუნებიან).
წყარო: ვიკიპედია

