ეროვნული სიმბოლოები

საქართველოს დროშა
საქართველოს სახელმწიფო დროსა ხუთჯვრიანია, რომელიც 500 წლიანი პაუზის შემდეგ, ოფიციალურად 2004 წლის 14 იანვარს შევიდა ძალაში. მანამდე ის შუა საუკუნეების საქართველოს სამეფო დროშა იყო და პოლიტიკური პარტია ”გაერთიანებული ეროვნული მოძრაობის” ოფიციალურ სიმბოლოს წარმოადგენდა. დროშა თეთრი ფერისაა, ცენტრში დიდი წითელი ჯვრით. მართკუთხა დროში ყოველ კუთხეში ბოლნულ-კაცხური ფორმის ჯვრებია გამოსახული.
![]() |
![]() |
| 1990 - 2004 | 2004 - Today |
გერბი
საქართველოს გერბი 2004 წლის 1 ოქტომბერს მიიღეს. ის ნაწილბრივ შუა საუკუნეების საქართველოს სამეფო გავრის, ბაგრატიონების გერბის მიხედვით შეიქმნა.
Georgian Coat of Arms
ფარზე გამოსახულია ორი უკანა თათებზე მდგომი ოქროს ლომი, თავზე საქართველოს სამეფო გვირგვინით. თვითონ ფარი წითელია. გერბზე ასევე თეთრ ფერში გამოსახულია ცხენზე ამხედრებული, გველეშეპთან მებრძოლი წმ. გიორგი მახვილით ხელში.
გერბს ქვეშ ქართული ანბანის მხედრული ასოებით აწერია: ”ძალა ერთობაშია”.
წყარო ვიკიპედია



