გეოგრაფია

შესავალი
საქართველო დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გსაყარზე ევრაზიის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდებარეობს. საქართველო-რუსეთის ჩრდილო საზღვარი კავკასიონის მთაგრეხილს მიჰყვება, რომელიც ამავდროულად ევროპისა და აზიის საზღვარსაც წარმოადგენს. 1730 წელს ფილიპ პონ შტრალენბერგის ”ევროპის” განმარტების მიხედვით, რომლებსაც რუსი მეფეები იყენებდნენ და პირველებმა დაადგინეს ურალი ევროპის აღმოსავლეთ საზღვრად, მკონტინენტური საზღვარი კუმამანიჩის დაბლობიდან კასპიის ზღვამდე გაავლეს, სადაც საქართველო (და მთელი კავკასია) აზიის კონტინენტში მოექცა.
მთები საქართველოს მთავარი მახასიათებლებია. ლიხის ქედი ქვეყანას აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ჰყოფს. ისტორიულად საქართველოს დასავლეთ ნაწილს კოლხეთი ეწოდებოდა, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილს-იბერია. რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მთები ჩრდილოეთ რეგიონს, კერძოდ, სვანეთსაც გამოყოფს დანარჩენი საქართველოსგან.
კავკასიის დიდი მთაგრეხილი საქართველოს რუსეთის ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებისგან ყოფს. რუსეთისაკენ მიმავალი საქართველოს მთავარი გზა, როკის გვირაბზე გადის, რომელიც სამხრეთ და ჩრდილო ოსეთსა და დარიალის ხეობას (ხევი მდებარეობს ქართულ რეგიონში) შორის მდებარეობს. როკის გვიფრაბს გადამწყვეტი მნიშვბელობა ჰქონდა 2008 წელს სამხრეთ ოსეთის ომში რუსული არმიისთვის.
საქართველოს რუქა
ქვეყნის სამხრეთ ნაწილი შემოსაზღვრულია კავკასიონის მცირე ქედით. კავკასიონის დიდი მთაგრეხილი კავკასიონის მცირე ქედებთან შედარებით გაცილებით დაბალია, რომლის უმაღლესი მწვერვალიც ზღვიდ დონიდან 5,000 (16, 404 ფუტი) მეტრს აღწევს.
საქართველოს უმაღლესი მწვერვალის ”შხარას” სიმაღლე 5,201 მეტრია (17, 064 ფუტი), მეორე უმაღლესი მწვერვალი ”ჯანგა” (ჯანგა-ტაუ) ზღვის დონიდან 5,051 მეტრის (16,572 ფუტი) სიმაღლისაა. სხვა ცნობილი მწვერვალების რიცხვს განეკუთვნება ყაზბეგი-5,074 მეტრი (16,647 ფუტი), თეთნულდი - 4,974 მეტრი (16, 319 ფუტი), შოთა რუსთაველი (5,960 მეტრი/16,273 ფუტი), უშბა (4,710მეტრი/15,453 ფუტი) და აილამა (4,525 მეტრი/14,846 ფუტი). ძემოთ აღნიშნული მწვერვალებიდან ვულკანური წამოშობის არის მხოლოდ ყაზბეგი. ყაზბეგსა და შხაას შორის მდებარე რეგიონში (მანძილი დაახლოებით 200კმ (124 მილი) კავკასიონის წედის გასწვრივ) მრავლადაა მყინვარები. 2100 მყინვარიდან, რომელიც დღეს კავკასიაში არსებობს, დაახლოებიტ 30% საქართველოშია.
ტერმინი, კავკასიო ნის მცირე ქედი ხშირად სამხრეთ საქართველოს მთიანი ზოლის აღსაწერად გამოიყენება, რომელიც კავკასიონის დიდ მთაგრეხილს ლიხის ქედით უკავშირდება. ეს ტერიტორია შეიძლება ორ ქვე-რეგიონად გაიყოს, კერძოდ, კავკასიონის მცირე ქედი, რომელიც კავკასიონის მთაგრეხილის გასწვრივ გადის და სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი,, რომელიც უშუალოდ კავკასიონის მცირე ქედის სამხრეთით მდებარეობს. მთლიანად ეს რეგიონი შეიძლება დავახასიათოთ როგორც ნრავალი მთაგრეხილებისა (უმეტესად ვულკანური წარმოშობის) და ზეგანებისაგან შემდგარი ტერიტორია, რომელიც სიმაღლით 3,400 მეტრს (11,155 ფუტი) არ აღემატება. ამ მხარისათვის ძირითადად დამახასიათებელია ჯავახეთის ვულკანური პლატო, ტბები ტაბაწყრისა და ფარავნის ტბების ჩათვლით, ასევე მინერალური წყლები და ცხელი წყაროები. სამხრეთ საქართველოს ეს ვულკანური მთიანი ახალგაზრდა და გეოლოგიურად არამდგრადი, მაღალი სეისმური აქტივობის რეგიონია, სადაც რამდენიმე ძლიერი მმიწისძვრაც დაფიქსირდა.
ვორონიას გამოქვაბული (კრუბერა-ვორონიას გამოქვაბული) მსოფლიოში ცნობილ გამოქვაბულებს შორის ყველაზე ღრმაა. ის აფხაზეთში, გაგრის მთებში არაბიკას მასივებში მდებარეობს. 2001 წელს რუსულ-უკრაინულმა ჯგუფმა გამოქვაბულის სიღრმესთან დაკავშირებით მსოფლიო რეკორდი დაადგინა, რომელიც 1,710 მეტრი (5,610 ფუტი) იყო. 2004 წელს, პირველას სპელეოლგიის ისტორიაში, უკრაინული ჯგუფის მიერ 2,000 მეტრი (6,562 ფუტი) სიღრმის ნიშნულმა სამჯერ გადაიწია სამი სხვადასხვა ექსპედიციის დროს. 2005 წლის ოქტომბერში, CAVEX-ის ჯგუფმა შეუსწავლელი ნაწილი აღმოაჩინა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა გამოქვაბულის მანამდე ნაცნობი სიღრმე. ამ ექსპედიციამ დაამტკიცა გამოქვაბულის სიღრმე 2,140 მეტრი (7,021 ფუტი) (+ ,- 9 მ/29.5 ფუტი).
საქართველოს ორი მთავარი მდინარე - რიონი და მტკვარი
ტოპოგრაფია
საქართველოს ლანდშაფტი მრავალგვარია. დასავეთ საქართველოში დაბლობის ტიპის ჭაობიანი ტყეები, ჭაობები, ზომიერად ნოტიო ჰავაა, ხანგრძლივი თოვლითა და მყინვარებით, მაშინ როცა აღმოსავლეთ საქართველოში ცენტრალრი აზიისთვის დამახასიათებელი ნახევრად მშრალი დაბლობებია. ტყეებს საქართველოს ტორეტორიის 40% უკავია, მაშინ როცა ალპური/ნახევრად ალპური ზონი მოცულობა ქვეყნის 10%-ს შედგენს.
სოფლის მეურნეობისა და ურბანიზაციის გამო დასავლეთ საქართველოს დაბლობების ფლორა და ფაუნა გასული საუკუნის განმავლობაში განადგრუდა. ტყეები დიდი უმრავლესობა, რომელთაც კოლხეთის ტერიტორა ეკავათ, ახალ ფაქტობრივად აღარ არსებობს, გარდა გამონაკლისი ადგილებისა, რომლებიც ეროვ ნულ პაკებსა და დაცულ ტერიტორიებში შედიან (მაგ.: პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორია). ამჟამად ტყეები ძირითდად დაბლობებზე, მთის ძირში და მთებზეა დარჩენილი. დასავლეთ საქართველოში ტყეები ზღვის დონიდან 600 მეტრზე (1,969 ფუტი) დაბლა მდებარეობს და უმთავრესად ფოთლოვანია, იქ ნახავთ მუხის, რცხილის, წიფლის, თელადუმის, იფნისა და წაბლის ხეებს. მრავალ ადგილას ასევე შეიძლება მარადმწვანე ბზის ნახვაც. საქართველოს 4 000 მაღალი მცენარიდან, 1 000 ენდენური ტიპისაა. აჭარაში მესხეთის ქედის- დასალეთ ცენტრალური ფერდობი, ასევე სამეგრელოსა და აფხაზეთში მრავალი ადგილი დაფარულია ზომიერი ტროპიკული ტყეებით. ზღვის დონიდან 600-100- მეტრზე (1,969-3,282 ფუტი) ფოთლოვან ხეებთან ერთად ბრტყელფოთლოვანი და წიწვოვანი ხეებიც გვხვდება. ტყეები ძირითადად წიფლის, წიწვისა და ნაძვისაა. 1,500-1,800 მეტრის სიმაღლიდან (4,921-5,906 ფუტი) ტყე უფრო წიწვოვანი ხდება. ხეთა რიგი ჩვეულებრივ 1, 800 მეტრზე (5,906 ფუტი) მთავრდება და იწყება ალპური ზონა, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ზღვის დონიდან 3,000 მეტრს (9,843 ფუტი) აღწევს. 3 000 მეტრის ზემოთ, მარადიული თოვლი და მყინვარებია.
აღმოსავლეთ საქართველოს ლანდშაპტი (რომელიც ლიხის ქედი აღმოსავლეთ ტერიტორიას მოიცავს) აბსოლუტურად განხსვავდება დასავლეთ საქართველოს ლანდშაპტისაგან. მიუხედავად კოლხეთის დაბლობტან დიდი მსგავსებისა, აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობების უმეტესი ნაწილი, მდ. მტკვარისა და ალაზნის ტერიტორიების ჩათვლით, გაიჩეხა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის. ამასთან ერთად, რეგიონის შედარებით მშრალი კლიმატის გამო, ზოგიერთ დაბლობზე (განსაკუთრებით ქართლის და კახეთის სამხ.-აღმ.) არასოდეს ყოფილა ტყის მასივები. ზოგადად აღმოსავლეთ საქართველოს ტეროტრიაზე უამრავი მთებში ჩაფლული ხეობაა. დასალეთ საქართველოსაგან განსხვავებით ტყეების დაახლოებით 85% ფოთლოვანია. წიწვოვანი ბორჯომის ხეობისთვის და შორეული დასავლეთისთვისაა დამახასიათებელი. ფოთლოვანი ჯიშებიდან განსაკუთრებით გავრცელებულია მუხა, წიფელა და რცხილა. ასევე შეხვდებით ნეკერჩხალს, ვერხს, იფანსა და კაკალს. ზემო ალაზნის ხეობაში ხშირია ურთხმელის ხეები. ზღვის დონიდან 1 000 მეტრის ზემოთ (3,281 ფუტი) (განსაკუთრებით თუშეთში, ხევსურეთსა და ხევში) ჭარბობს ფიჭვისა და არყის ხეები. ჩვეულებრივ, ტყეები აღმოსავლეთ საქართველოშო ზღვის დონიდან 500-დან 2000 მეტრამდე (1,640-6,562 ფუტი) გვხვდება, 2 000-3 000 მეტრიდან 3 000-3 500 მეტრამდე (6,562-7,546 ფუტიდან 9,843-11,483 ფუტამდე) კი ალპური ზონაა. ერთადერთი დიდი ტყე კახეთში, ალაზნის ხეობაშია შემორჩენილი. მარადიული თოვლი და მყინვარები აღმოსავლეთ საქართველოს უმეგტეს ადგილას 3,500 მეტრის (11,483 ფუტი) ზემოთაა.
კლიმატი
საქართველოში 500 სხვადასხვა სახის ღვინო მზადდება, რასაც ადგილობრივი შესანიშნავი კლიმატი უწყობს ხელს. თუ გავითვალისწინებთ ერის მცირე ზომას, საქართველოს კლიმატი განსაკუთრებულად სხვადასხავაგვარია. ორი მთავარი კლიმატური ზონა, დასავლეთი და აღმოსავლეთ საქართვლოს ორ ნაწილად ყოფს. საქართველოს კლიმატის რეგულირებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თმაშობს კავკასიონის მთაგრეხილი და იცავს მას ქვეყანში ჩრდილოეთიდან ცივი მასების შემოდინაბისაგან. ხოლო კავკასიონის მცირე ქედი, ნაწილობრივ, იცავს საქართველოს სამხრეთის ცხელი და მშრალი მასებისაგან.
საქართველოს სატელიტური სურათი
დასავლეთ საქართველოს უმეტესი ნაწილი ნოტიო სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ პერიფფერიაში მდებარეობს, სადაც ნალექების წლიური რაოდენობა 1 000 – 4 000 მმ -ს (39,4-157.5 ინჩი) აღწევს. ნალექების რაოდენობა თანაბარია მთელი წლის განმავლობაში, თუმცა თავსხმა ძირითადად შემოდგომის თვეე ბისათვისაა დამახასიათებელი. კლიმატი რეგიონის სიმაღლის მიხედვით იცვლება და რამდენადაც დასავლეთ საქართველოს დაბლობების უმეტეს ნწილში შედარებით თბილი ჰავაა წლის განმავლობაში, იმდენად მთის ძირებისა და მთებისათვის (კავკასიონის დიდი და მცირე ქედების ჩათვლით) გრილი ჰავაა დამახასიათებელი, ზაფხული წვიმიანია, ხოლო ზამთარი თოვლიანი (თოვლის საფარი ზოგ რეგიონში 2 მეტრს აჭარბებს). აწარა კავკასიაში ყველაზე ნესტიანი რეგიონია, სადაც ტროპიკული ტყეებია, ქობულეთის აღმოსავლეთ ნაწილში ნალექების რაოდენობა წელიწადში დაახლოებით 4,500მმ (177,2 ინჩი) შეადგეს. აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატი შერეულია, ის ერთდროულად ნოტიო სუბტროპიკულიცაა და კონტინენტურიც.
რეგიონის ამინდს განაპირობებს აღმოსავლეთიდან მშრალი, ცენტრალური აზიისა და კასპიის მასების, ხოლო დასავლეთიდან შავი ზღვის მასების შემოდინება. შავი ზღვიდან ნოტიო მასების შემოსვლას ხშირად რამდენიმე მთაგრეხილი (ლიხი და მესხეთი) უშლის ხელს, რომლებიც საქართველოს ორ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ჰყოფს. ნალექების წლიური რაოდენობა გაცილებით ნაკლებია დასავლეთ საქართველოში და ის 400-დან 1,600 მმ-მდე (15,7-63,0 ინჩი) მერყეობს. ყველაზე სველი პერიოდები გაზაფხული და შემოდგომაა მაშინ როცა ზამთარი და ზაფხული ყველაზე მშრალი სეზონებია. დასავლეთ საქართველოში ზაფხული ცხელია (განსაკუთრებით დაბლოობებში) ზამთარი კი შედარებით ცივი. როგორც საქართველოს დასავლეთ ნაწილში ზღვის დონის სიმაღლესთან ერთად იცველება, აღმოსავლეთ საქართველოშიც კლიმატური პირობები 1,500 მეტრის (4,921 ფუტი) ზემოთ გაცილებით ცივია ვიდრე დაბლობებში. ხოლო 2000 მეტრის (6,562 ფუტი) ზემოთ მდებარე რეგიონებში ზაფხულის თვეებში ხშირად ყინავს.
ეკოლოგოა
ლანდშაფტის მრავალფეროვნებისა და დაბალი განედის გამო საქართველოში ცხოველთა სხვადასხვა ჯიში ბინადრობს მაგ.: აქ შეხვდებით დაახლოებით 1000 ხერხემლიან ცხოველს (330 ფრინველის ფრინველის, 160 თევზის, 48 ქვეწარმავლის, 11 ამფიბიის სახეობას). ტყეებში ბინადრობს მრავალი ხორცის მჭამელი ჯიში. მაგალითად სპარსული ლეოპარდი, ყავისფერი დათვი, მგელი და ფოცხვერი.ხერხემლიანთა აოდენობა ძალიან დიდი იყო, მაგრამ ეს მონაცემები ვრცელდება უამრავ პუბლიკაციაში. საქართველოში ობობასებრთა ოჯახში 501 სახეობა ირიცხება, ასევე მრავალფეროვნებაა ხმელეთის მოლუსკების ოჯახში.
შხარა
- სამხრეთით, თურქეთ-სომხეთის საზღვარზე აღმოსავლეთ ანატოლიის მთის სტეპი მდებარეობს
- სამხრეთით, აზერბაიჯანის საზღვართან სტეპი ბუჩქებითაა დაფარული
- შავი ზღვის სანაპიროზე პონტოსა და კოლხეთის ფართოფოთლოვანი ტყეებია
- ქვეყნის დანარჩენ ნაწილში შერეული სახის ტყეებია
წყარო ვიკიპედია

