მოსახლეობა

დემოგრაფია
საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 83.8% -ს ქართველები შეადგენენ (მეგრელები, ლაზები, სვანები). 2006 წლის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობა დაახლოებით 4.661.473-ს შეადგენდა.
ეთნიკური შემადგენლობა ნაწილდება შემდეგნაერად: აზერბაიჯანელები -6.5%, სომხები -5.7%, რუსები-1.5%, აგრეთვე აბხაზები და ოსები. ქვეყანაში აგრეთვე მრავალი მცირე ეთნიკური ჯგუფები გვხდება როგორებიც არის: ასირიელები, ჩეჩნები, ჩინელები, ქართველი ებრაელები, ბერძნები, ყაბარდოელები, ქურთები, თათრები, თურქები და უკრაინელები. აღსანიშნავია, რომ ქართველი ებრაელების თემი საქართველოში არის ერთ-ერთი უძველესი თემი მთელს მსოფლიოში.
საქართველო აგრეთვე გამოირჩევა ლინგვისტური მრავალფეროვნებით. სამხრეთ კავკასიაში სასაუბრო ენა არის ქართული, ლაზური, მეგრული და სვანური. სამხრეთ კავკასიური დაჯგუფებები, ეთნიკური ქართველების გარდა, ქართულ ენასთან ერთად მშობლიურ ენაზეც საუბრობენ. საქართველოს ოფიციალური ენებია ქართული და აფხაზური, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური ენაა. ქართულად, საქართველოს ოფიციალურ ენაზე, საუბრობს მოსახლეობის 71%, 9% საუბრობს რუსულად, 7% სომხურად, 6% აზერბაიჯანულად , ხოლო 7% კი სხვა ენებზე.
90 -იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაშლას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რეგიონებში მოჰყვა სეპარატისტული კონფლიქტები. იმ დროისთვის საქართველოში მცხოვრები ოსები გაიხიზნენ ჩრდილოეთ ოსეთში. 1993 წელს, საომარი მოქმედებების შედეგად 150, 000 ქათველმა დატოვა აფხაზეთის ტერიტორია. 2008 წელს, მხოლოდ მცირე ნაწილი დაბრუნდა იმ მესხი თურქებისა, რომლებიც იძულბით გადაასახლეს 1994 წელს.
1989 წლის მონაცემებით, საქართველოში ფიქსირდებოდა 341,000 ეთნიკური რუსი, რაც მთლიანი მოსახლეობის 6.3% შეადგენდა, 52, 000 უკრაინელი და 100, 000 ბერძენი. 1990 წლიდან მოყოლებული, 1.5 მილიონმა ქართველმა დატოვა ქვეყანა. საქართველოდან წასული დაახლოებით ერთი მილიონი ემიგრანტი ლეგალურად თუ არალეგალურად ცხოვრობს მოსკოვში. საქართველოს მიგრაციის მაჩვენებელია 4.54, გამოკლებით იმ ქართველებისა, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ. მიუხედავად ამისა, დამოუკიდებლობის პერიოდში, საქართველო მუდმივად იყო დასახლებული იმიგრანტებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. 2006 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში იმიგრანტების უმეტესი ნაწილი იმიგრირებული იყო რუსეთიდან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან.
დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი (81.9%) არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. რელიგიური უმცირესობები არიან: მუსულმანები (9.9%), სომხური სამოციქულო (3.9%), რუსული მართლმადიდებლური (2.0%), და რომაული კათოლიკური (0.8%). 2002 წლის აღწერით, 0.8% პროცენტი სხვა რელიგიის მიმდევარი იყო, ხოლო 0.7% კი არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ იყო.
თურქეთში ართვინის პროვინციის ზოგიერთ ნაწილში მდინარე ქორუს აღმოსავლეთით მდებარე შავშეთის რეგიონში (ზემო მაჭახელი-ბორსკას რაიონის ჩრდილოეთით, იმერხევი - შავშეთის ჩრდილოეთით და მურგულის რაიონში), ლივანას მახლობლად ქორუს ხეობის გაყოლებაზე გაშენებულ ცალკეულ სოფლებში ქართველები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ ისინინ ასევე ცხოვრობენ საქართველოს უძველეს ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე, ამჟამინდელ არდანუჯის რაიონში, იუსუფელის რეგიონის სამხრეთით, ამიერტაოს ქვერეგიონის სოფელ ბერეკეთში. ქართველები ჩვენებური მუჰაჯირებივით ცხოვრობენ სხვადასხვა პროვინციებში. რესეფ ტარიფფ ერდოღანმა, 2004 წელს საქართველოში ვიზიტის დროს, თავის ქართულ წარმომავლობაზე ისაუბრა. თურქეთში ქართული წარმოშობის მოსახლეობის რაოდენობა 200,0000-დან 1, 500 000-მდე მერყეობს.
ირანში 50 000 -დან 300 000-მდე (მათი ზუსტი რიცხვი არ არის ცნობილი) ქართველი ცხოვრობს. ქართეელების ირანში ბოლოდროინდელი იმიგრაცია სათავეს საქართველოს რუსეთის იმპერიის ფარგლებში ყოფნიდან იღებს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაშლა და პირველმა მსოფიო ომმა მრავალი ეთნიკური კავკასიელი ირანის გზას გაუყენა. ცივი ომის პოლიტიკამ დაადასტურა ირანში ქართველების საწინააღმდეგოდ მოქმედება. სანამ ქართველი იმიგრანტები ირანში დარჩენაზე ფიქრობდნენ, საბჭოთა საქართველოს ხელისუფლება მათი საქათველოში დაბრუნება მოისურვა. თუმცა მოსკოვს მათი ირანში ყოფნა ერჩია. საბჭოთა საქართველოს გეგმები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც სტალინი მიხვდა, რომ მის გეგმას თავისი გავლენა გაევრცელებინა ჩრდილოეთ ირანზე, ირანელების სიჯიუტე და ირანში შეერთბული შტატების ზეწოლამ შეუშალა ხელი. დღეს 75, 000-მდე ფერეიდნელი ქართველი ცხოვრობს ტყუპ ქალაქებში ფერეიდანსა და ფერეიდო შაჰში, სადაც ქართული დიალექტით საუბრობენ (ფერეიდნული-აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტი). სხვა ქალაქები როგორიცაა ნაჯარაბადი, ასევე ირანის უფრო დიდი ქალაქი, განსაკუთრებით ისპაჰანი, თეირანი, შირაზი და ყარაჩი, ქართველ მოსახელობას მხარში უდგანან. დაახლოებით 2 000 -მდე ქართველი ცხოვრობს ზღვის პირა ქალაქ მიზანდარაში. უფრო მეტიც, აქ 5 000 000-მდე (ნახევრად) ქართული წარმოშობის ადამიანია (300 000 ქართველი ირანში XVII საუკუნეში გადაასახლეს).
ოფიციალური მონაცემებით აზერბაიჯანში 14,900 ქართველი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა (ინგილოები) ცხოვრობენ კახში, ბელაქანში და ზაქათალას რაიონებში, რომელიც 15-ე საუკუნემდე ჰერეთად იწოდებოდა და ქართველი მეფეების მმართველობის ქვეშ იყო XVII საუკუნემდე. ეს რაიონები ერთ დროს საქართველოსდ ემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილი იყო, ხოლო სფსრ-ის დროს საქართველოს ნაწილი 1931 წლამდე, როდესაც ისინი აზერბაიჯანს გადაეცა. საქართველო დღემდე ედავება ამ ტერიტორიებს აზერბაიჯანს.
დაახლოებით 200, 000 ქართველია რუსეთში, ხოლო 200, 000 ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ევროპასა და აზიაში. 200, 000 ქართველია მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, გერმანიში, ჰოლანდიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში.
1,000-მდე ქართველია არგენტინაში, მენდოზასა და რიო ნეგროს პროვინციებში. რიო ნეგროში ქართველები და მათი შთამომავლები ელ ბოლსონში ”ჰიპიტაუნში”, ასევე ანდეს ველების მიდამოებში (რუსას კოლონია ალტო ვალეში) ცხოვრობენ.
სხვა ქვეუნები: დაახლოებით 18,000 ქართველი ცხოვრობს ბრაზილიაში, 12, 000 იაპონიაში, 3,500 სინგაპურში და 1,000-მდე მექსიკაში.
საზოგადოება
ეთნიკური და კულტურული თვალსაზრისით ქართველები ევროპელებს გვანან. მოსახლეობის დაახლოებით 80% ქართულად საუბრობს, თუმცა რუსული ენაც ფართოდაა გავრცელებული, როგორც საბჭოთა ეპოქის უკანასკნელი ნაშთი.
კავკასიის სხვა ეროვნების ჯგუფების მსგავსად ეთნიკური ქართველებიც რაღაცით ევროპელებს გვანან. ქართველები კავკასიელთა ჯგუფს განეკუთვნებიან, ისინი თხელი აღნაგობის არიან, მუქი თმითა და თვალებით.
ქალაქები
საქართველოს დედაქალი თბლისი, ჩვ.წ.აღ.-ით V საუკუნეში ვახტანგ მეფემ დააარსა. ქალაქი თბილ წყლებზე გაშენდა, საიდანაც მომდინარეობს მისი სახელი თბილისი (თბილი) ან თბილი წყალი.
სხვა მთავარი ქალაქებია ქუთაისი ( 188,600 მცხოვრები), რუსათავი (117,300), ზუგდიდი (69,000), ფოთი (47,400), სოხუმი (43,000), გორი (42,000) და ცხონვალი (7,000).
წყარო ვიკიპედია

