პროექტი: გზის მკვლევი

მადრიდი და ბარსელონა
1 de January de 2011

“გზის მკვლევი” ფონდ “საქართველოს მეგობრების” პროექტია, რომლის მთავარი მიზანია, ქართველ ემიგრანტებს ინტეგრაციაში დაეხმაროს და მათი საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესოს.

ჩვენი მიზანია, ემიგრანტებს ესპანეთის საზოგადოებაში უკეთესად ჩართვის საშუალება მივცეთ და დავეხმაროთ მათ ისეთი პრობლემების გადაწყვეტაში, როგორიც არის ენის ბარიერი, სამსახურის მოძებნა, ვუშუამდგომლოთ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ხელი შევუწყოთ საბუთების გაკეთებაში, უზრუნველვყოთ უკეთესი სამედიცინო მომსახურებით, განათლებით, დავეხმაროთ ბავშვებსა და მოხუცებს და ა.შ.

პროექტი “გზის მკვლევი”, შესაბამისად, წარმოადგენს ემიგრანტების მუდმივ დამხმარე ორგანოს, რომელიც ხელს შეუწყობს ისეთი რთული ბარიერის გადალახვას, როგორიც არის უცხო კულტურასთან ინტეგრაცია და ამგვარად, ქართველ ემიგრანტებს უკეთესი მომავლის მოწყობის საშუალებას მისცემს.
დღესდღეობით ფონდი სახსრების ძიების ეტაპზეა .

ამ პროექტის დაფინანსებას 100 ათასი ევროს ოდენობით თანხა სჭირდება.

თუ სურთ, დაგვეხმაროთ ამ პროექტის განხორციელებაში, გთხოვთ მოგვწეროთ ან შემოტანოთ შემოწირულობა.

- გახდით წევრი!
- გააკეთეთ შემოწირულობა!

მადლობთ!